კაპაჩის კულტურა
კაპაჩის კულტურა არსებობდა მექსიკის დასავლეთით. იგი წარმოდგენილია ქალაქ კოლიმასთან არსებული არქეოლოგიური კომპლექსით. ეს მეტნაკლებად ადრეული კულტურაა მესოამერიკის არქეოლოგიური კულტურებიდან და თარიღდება ძვ. წ. XX-ძვ. წ. XII საუკუნეებით. ის აღმოაჩინა და პირველად დაწვრილებით აღწერა ამერიკელმა არქეოლოგმა იზაბელ ტრასდელ-კელიმ, რომელიც აწარმოებდა გათხრებს კოლიმას ზონაში 1939 წელს. მსგავსება მოცემული კულტურისა და იმავე პერიოდის კერამიკის, რომელიც ნაპოვნია ეკვადორში, საფუძველს გვიქმნის, ვიმსჯელოთ, მესოამერიკის დასავლეთსა და ანდების კულტურებს შორის ადრეულ კავშირებს.
კაპაჩის ტიპის კერამიკის ნარჩენები გვხვდება მთელს წყნარი ოკეანის მექსიკის სანაპიროებზე, ჩრდილოეთით სინალოას შტატიდან სამხრეთით გერეროს შტატამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაფლავება, რომელიც აღმოაჩინა გორდონ ეკჰოლმა გუასავეში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Braniff Cornejo, Beatriz. Introducción a la Arqueología del Occidente de México. INAH-Universidad de Colima, 2004. ISBN 970-35-0297-0 (ესპანური)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|